ავტორიზაცია

ნაპოლის მნიშვნელოვანი სამი ქულა — კონტეს გუნდმა ატალანტა დაამარცხა

ნაპოლის მნიშვნელოვანი სამი ქულა — კონტეს გუნდმა ატალანტა დაამარცხა
თარიღი 23 Nov 2025, 01:38
იტალიის სერია ა-ს მე-12 ტურში, მოქმედმა ჩემპიონმა, ნაპოლიმ საკუთარ კედლებში ატალანტა მიიღო და მეტოქე უხვგოლიან მატჩში 3-1 დაამარცხა.

მასპინძლებმა სამივე გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს — დუბლი დავიდ ნერეშმა გაიფორმა, ხოლო ერთი ბურთი ნოა ლანგის ანგარიშზეა. სტუმრებიდან კი მეორე ტაიმის სტარტზე, 52-ე წუთზე თავი ჯანლუკა სკამაკამ გამოიჩინა.

ნაპოლი 3-1 ატალანტა

გოლები: 1-0, 2-0 ნერეში (17', 38'), 3-0 ლანგი (45'), 3-1 სკამაკა (52')

დღევანდელი გამარჯების შემდეგ, ნაპოლის 25 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო ტურში სტადიო ოლიმპიკოზე ჯანპიერო გასპერინის რომას ესტუმრება.