ნაპოლის ოფიციალური განცხადება: ფეხბურთელის აგენტები არ წყვეტენ, სად წავიდნენ - კვარაცხელია არ იყიდება
ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვის კომენტარების შემდეგ, ნაპოლიმ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"კვარაცხელიას გარემოცვის განცხადების შემდეგ, გვინდა, მათ შევახსენოთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
კვარაცხელია არ იყიდება.
ფეხბურთელის აგენტები არ წყვეტენ, სად წავიდნენ - ამას ნაპოლი წყვეტს, როცა მოთამაშეს ჩვენთან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს," - წერია იტალიური კლუბის განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში, ხვიჩას აგენტმა - მამუკა ჯუღელმა და მამამ - ბადრი კვარაცხელიამ განაცხადეს, რომ მიმდინარე ზაფხულში ქართველის ნაპოლიდან წასვლა სურთ.

temo
ტოპ კომენტარი
0
17 Jun 2024, 13:28
სრული სიმართლეა ნაპოლის განცხადება, ფეხბურთელი მისია 2027 წლის ივნისის ბოლომდე და ამ კონტრაქტის ამოწურვამდე ვერსად წავა. სხვა საქმეა რო ხვიჩასაც აქვს თავისი უფლებები და მას ვერ გაყიდიან სანამ თვითონ არ მოინდომებს სადმე წასვლას, ვერც იქ გაუშვებენ სადაც არ უნდა წასვლა და ვერც კონტრაქტს გაუწყვეტენ მის სრულ ამოწურვამდე. თუ ხვიჩას წასვლა უნდა უნდა დაელოდოს კონტრაქტის ამოწურვას და მხოლოდ 6 თვით ადრე კონტრაქტის ამოწურვამდე შეეძლება ახალ მსურველ გუნდთან დალაპარაკება. ამ შემთხვევაში ნაპოლი ხვიჩას უფასოდ დაკარგავს და ეს რო არ მოხდეს იძულებული იქნება მინიმუმ 2026 წლის ბოლომდე გაყიდოს ხვიჩა იქ სადაც ფეხბურთელი მოისურვებს. ასე, რომ ხვიჩამ მოთმინება უნდა გამოიჩინოს თუ უნდა ნაპოლის ჭკუა ასწავლოს და მანამდე არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი. სამაგიეროდ წავა უფასოდ როგორც მბაპე წავიდა პსჟ-დან რეალში და უფასოდ მისვლის ბონუსად რეალისგან 100 მილიონს მიიღებს, რომელსაც ჭკუა რო ქონოდა პსჟ მიიღებდა.