ნაპოლის ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება

ნაპოლის ოფიციალური განცხადების მიხედვით, სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ამირ რაჰმანიმ, ტრავმა მიიღო.
კოსოვოელმა ცენტრალურმა მცველმა მარჯვენა ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა, რის გამოც როგორც მინიმუმ სამ მატჩს გამოტოვებს.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეძლებს რაჰმანი მოედანზე დაბრუნებას, თუმცა ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი "მილანთან" ან "სპორტინგთან" შეხვედრისთვის მზად იქნება.
31 წლის მცველმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.
31 წლის მცველმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.