ავტორიზაცია

NBA-ის მიმოხილვა: ჯამალ მიურეის ბაზზერ-ბითერით დენვერმა ლეიკერსი დაამარცხა

NBA-ის მიმოხილვა: ჯამალ მიურეის ბაზზერ-ბითერით დენვერმა ლეიკერსი დაამარცხა
თარიღი 23 აპრ 2024, 14:33
დღეს NBA-ის PLAY OFF-ში 3 თამაში გაიმართა და განსაკუთრებით საინტერესო დენვერის და ლეიკერსის დაპირისპირება გამოდგა. დენვერმა გუნდურად შეძლო ლეიკერსის დამარცხება. მაიკლ მელოუნის გუნდი სერიაში 2-0 დაწინაურდა და შემდეგ ორ შეხვედრას მისი გუნდი crypto.com არენაზე ჩაატარებს.მიუხედავად იმისა რომ თამაში დენვერმა მოიგო საუკეთესო მექულე ლეიკერსის ცენტრი ანტონი დეივისი გახდა 32 ქულით 11 მოხსნით და 2 ასისტით. შეხვედრა 101:99 დასრულდა დენვერის სასარგებლოდ.

დაძაბული გამოდგა ნიუ-იორკ ნიქსის და ფილადელფიას თამაში, სადაც ფილადელფია მატჩის დასრულებიდან 47 წამით ადრე მასპინძელი გუნდი 4 ქულით იგებდა,მაგრამ თამაში ნიქსის მოგებით დასრულდა. გამარჯვების ბურთი დივინჩენსომ ჩააგდო და ნიუ-იორკი სერიაში 2-0 დააწინაურა შემდეგ თამაშებს კი ნიქსი ფილადელფიაში გამართავს. თამაშში ყველაზე მეტი ქულა ტაირის მაქსმა 35 ქულა ჩააგდო და ამასთან ერთად 9 მოხსნა და 10 ასისტი მიითვალა. შეხვედრა ნიქსის სასარგებლოდ 104:101 დასრულდა.

ასევე გაიმართა მესამე დაპირისიპირებაც კლივლენდსა და ორლანდო მეჯიქს შორის. ეს თამაში განსხვავებით წინა ორისგან არ იყო დაძაბული რადგან გუნდებმა ვერ მოახერხეს ქულების ჩაგდება. თამაში კი 95:86 დასრულდა კლინლენდის სასარგებლოდ და სერიაში 2-0 დაწინაურდა. საუკეთესო მექულე 23 ქულით 8 მოხსნითა და 4 ასისტით დონოვან მიტჩელი გახდა.