ავტორიზაცია

ნეიმარი: მინდა, რომ ოქროს ბურთი ვინისიუსმა მოიგოს

ნეიმარი: მინდა, რომ ოქროს ბურთი ვინისიუსმა მოიგოს
თარიღი 04 Jun 2024, 18:19
წელს ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ვინისიუს ჟუნიორია. ბრაზილიელმა გასულ სეზონში 39 მატჩში 24 გოლი და 11 ასისტი მიითვალა.

23 წლის შემტევმა გუნდთან ერთად ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასიც მოიგო, და გუნდის წარმატებაში უმნიშნელოვანესი როლი შეასრულა.

ვინიზე ნეიმარმა ისაუბრა და თქვა, რომ სურს, ოქროს ბურთი სწორედ თავისმა თანამემამულემ მოიგოს.

"ვინი მიყვარს. ის დიდებული მეგობარია, რომელიც ფეხბურთმა მაჩუქა. მას ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ვუქომაგებ," - განაცხადა ალ ჰილალის ფეხბურთელმა.