ნეიმარმა ბარსელონასთან მოლაპარაკებები დაიწყო

"სანტოსის" ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი კატალონიის "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ Fichajes იუწყება.
წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელმა კატალონიაში დაბრუნების სურვილის შესახებ პირადად "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას აცნობა.
ნეიმარი მზადაა "ბარსელონაში" გადასასვლელად ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს.
ბრაზილიელის მთავარი მიზანია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვდეს.