ავტორიზაცია

ნეიმარმა დანი ალვეშის სასჯელის შესამსუბუქებლად 150 ათასი ევრო გადაიხადა

ნეიმარმა დანი ალვეშის სასჯელის შესამსუბუქებლად 150 ათასი ევრო გადაიხადა
თარიღი 23 თებ 2024, 21:02
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დანი ალვეში გაუპატიურების საქმეზე დამნაშავედ ცნეს და 4,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურორი ფეხბურთელისთვის 9 წლიან, ხოლო მსხვერპლი 12 წლიან პატიმრობას ითხოვდა. ნეიმარმა კი თავდებში 150 ათასი ევრო გადაიხადა და საბოლოოდ, სასჯელის ზომად 4,5 წელი განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი და დანი ალვეში ბარსელონაში და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ერთად თამაშობდნენ.