ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახებენ
1-წლიანი პაუზის შემდეგ, ნეიმარი საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდა - გუშინ, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, ალ ჰილალმა ალ აინი 5-4 დაამარცხა, ბრაზილილი კი თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო.
TNT Brasil-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას სურს, ნეიმართან დაკავშირებით ფრთხილად იყოს, მაგრამ სამედიცინო კუთხით, ტრავმის რედიცივის არანაირი საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, დორივალ ჟუნიორი ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე "სელესაოში" მის გამოძახებას აპირებს.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა 2023 წლის 19 ოქტომბერს მიიღო, რის შემდეგაც საკლუბო დონეზე 55 მატჩი გამოტოვა.
ნეიმარი ალ ჰილალში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ 6 შეხვედრა ჩაატარა. ჯერჯერობით, ჟუნიორის ანგარიშზე 1 გოლი და 3 ასისტია.