ნეიმარს ევროპიდან მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა

თურქული კლუბი, ფენერბაჰჩე ნეიმარით ინტერესდება და მზადაა ფეხბურთელს ერთ წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლელების თავკაცი, ჟოზე მოურინიოა, ასევე ფენერბაჰჩემ 2024/2025 წლების სეზონში, თურქეთის სუპერ ლიგაში მე-2 პოზიცია დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი, ამ ჟამად სანტოსის ღირსებას იცავს და ბრაზილიური კლუბის რიგებში 14 მატჩში, 3 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.