ნესტა იტალიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს
ალესანდრო ნესტა იტალიური "ფროზინონეს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, იტყობინება გუნდის ოფიციალური საიტი.
45 წლის სპეციალისტთან ერთად, კლუბი მისმა დამხმარეებმაც დატოვეს.
"ფროზინონემ" ნესტას ხელმძღვანელობით ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო და სერია ბ-ს სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე დაეშვა.
"მილანისა" და იტალიის ნაკრების ექს-მცველი "ფროზინონეს" სათავეში 2019 წლის ივნისიდან ედგა.