ნიცას ნახევარმცველი პალმეირასში გადადის

"ნიცას" ნახევარმცველი, დანილო კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ბრაზილიელი "პალმეირასთან" გააფორმებს კონტრაქტს.
მიმდინარე სეზონში დანილომ "ნიცას" რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და ორი ყვითელი ბარათი მიიღო.
ფრანგული კლუბის ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში "ბრაგას", "ვალენსიასა" და "სტანდარდის" ღირსებაც დაუცვია.