ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: ნიდერლანდების ნაკრებში რონალდ კუმანი შესაძლოა ქალმა მწვრთნელმა შეცვალოს

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: ნიდერლანდების ნაკრებში რონალდ კუმანი შესაძლოა ქალმა მწვრთნელმა შეცვალოს
თარიღი 21 აგვ 2023, 22:56
ინგლისის ქალთა ნაკრების მწვრთნელმა სარინა ვიგმანმა შესაძლოა ნიდერლანდების საფეხბურთო გუნდი ჩაიბაროს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირმა სარინა ვიგმანი კაცთა ნაკრების მომავალი მწვრთნელის კანდიდატთა სიაში შეიყვანა, იმ შემთხვევისთვის, თუ რონალდ კუმანს თანამდებობას დაატოვებინებენ.

თუ ვიგმანი ამ პოზიციაზე მართლაც დაინიშნა, ის გახდება პირველი ქალი მწვრთნელი, რომელმაც კაცთა საფეხბურთო ნაკრები ჩაიბარა.

ამჟამად, სარინა ვიგმანი ინგლისის ქალთა ნაკრებს უდგას სათავეში, რომელთან ერტადაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.