ნიდერლანდელი მილანში დიდი ხნით დარჩება

მიმდინარე სეზონი მილანისათვის ძალიან მძიმეა, “ეშმაკებმა„ სეზონის მსვლელობისას მწვრთნელი შეიცვალეს, მაგრამ შედეგი უცვლელია, “როსონერი„ კვლავ ოთხეულს მიღმაა ჩემპიონთა ლიგიდან გუნდი ფეინოორდმა გამოთიშა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი ძალიან დაბალია.
ამის მიუხედავად გუნდი თავისი ლიდერების შენარჩუნებაზე ზრუნავს, დიდი ალბათობით მილანს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ტეო ერნანდესი დატოვებს, ფრანგი ფეხბურთელი აზრებით უკვე სხვა კლუბშია და ზაფხულში მილანი მასთან განშორებას აპირებს. მაიკ მენიო ახლოს არის ახალ კონტაქტთან და დიდი ალბათობით ფრანგი მილანში დიდი ხნით დარჩება.

რაც შეეხება, ტიჯანი რეინდერსს ნიდერლანდელი გუნდის წამყვანი ფიგურაა და ერთ-ერთი საუკეთესოა იტალიის ჩემპიონატშია, აქედან გამომდინარე მილანი ყველანაირად ცდილობდა მის შენარჩუნებას და ეს გამოუვიდა კიდეც. ტიჯანი რეინდერსი მილანში 2030 წლამდე დარჩება, მისი ანაზღაურება 3.5 მილიონი და პლუს ბონუსები იქნება. რეინდერსი მილანის ღირსებას 2 სეზონია იცავს და ამ დროში 90 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.