ნიკა ნინუა: "ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ველოდები"
საბერძნეთის თასზე ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ თავი გამოიჩინა და "პაოკის" რიგებში გაიტანა.
მატჩის შემდეგ, ნინუამ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ნაკრებში გამოძახებას ელოდება.
"მოხარული ვარ, რომ ვითამაშე, გოლი გავიტანე და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დავეხმარე.
ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ველოდები და კარგი იქნება, თუ საბერძნეთის წინააღმდეგ ვითამაშებ", - განაცხადა ნინუამ.
საქართველოს ნაკრები მატის თვეში 3 მატჩს გამართავს - ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთან.