ავტორიზაცია

ნიკო უილიამსი ბილბაოში რჩება – რა კომენტარი გააკეთა ფეხბურთელმა?

ნიკო უილიამსი ბილბაოში რჩება – რა კომენტარი გააკეთა ფეხბურთელმა?
თარიღი 04 Jul 2025, 14:26
ნიკო უილიამსის გარშემო ბოლო პერიოდში ბევრი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ის ძალიან ახლოს იყო ბარსელონაში გადასვლასთან, თუმცა ნიკომ საბოლოოდ ბილბაოში დარჩენა ამჯობინა.

უილიამსი „ბასკებთან“ კონტრაქტს 2035 წლამდე გაახანგრძლივებს!

შეთანხმების თანახმად, ნიკოს გამოსასყიდი თანხა 50%-ით გაიზრდება, ასევე – მისი ხელფასიც.

როგორც მედიაში იწერება, კატალონიელებმა ფეხბურთელს დარეგისტრირების გარანტია ვერ მისცეს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან დარჩენა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ესპანელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა:

"როდესაც დრო მოდის, რომ გადაწყვეტილება მიიღო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი გულის მოსმენაა.

მე იქ ვარ, სადაც მინდა, რომ ვიყო – ჩემს ხალხთან ერთად. ეს არის ჩემი სახლი,“  – ნიკო უილიამსი.