ნიკო უილიამსის ახალ გუნდში გადასვლა ახლოვდება

ნიკო უილიამსი უახლოეს პერიოდში ატლეტიკ ბილბაოს დატოვებს. გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ 22 წლის ესპანელი ვინგერი ახალ სეზონს აუცილებლად ახალ გუნდში დაიწყებს.
ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონა ნიკო უილიამსის თაობაზე ძალიან გააქტიურდა, მეტიც, მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა — ნიკო უილიამსისთვის 6-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია და თუ გარიგება დაიხურება, ესპანელი ვინგერის წლიური ანაზღაურება დაახლოებით €12 მილიონი იქნება.
შემდეგი ეტაპი ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხის €60 მილიონის გააქტიურება იქნება — ბარსელონაში ამ საკითხზე უკვე მუშაობენ. კატალონიური კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ატლეტიკ ბილბაოს ამ კვირაში მიმართავს.
ნიკო უილიამსის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება ბაიერნი. 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ბარსელონაში თუ ჩაიშლება, "რეკორდმაისტერი" გარიგების დახურვას შეეცდება. გერმანულ კლუბში კარგად იციან, რომ ნიკოს კარიერის გაგრძელება ბარსაში სურს, თუმცა ამის მიუხედავად ფეხბურთელის პოტენციურ ტრანსფერზე მუშაობა მაინც გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკო უილიამსი ატლეტიკ ბილბაოს აღზრდილია და მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2021 წელს შედგა, ესპანელმა ამ დროის განმავლობაში 167 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 31 გოლის გატანა და 30 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.