ნიკო უილიამსისთვის ბრძოლაში პარი სენ-ჟერმენიც ჩაერთო
The Athletic-ის ინფორმაციით, ნიკო უილიამსით პარი სენ-ჟერმენიც ინტერესდება.
პარიზული კლუბი ბილბაოს ატლეტიკს უკვე დაუკავშირდა და მზადაა, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, €58 მილიონი გადაიხადოს.
სატრანსფერო ბრძოლაში ბარსელონაც აქტიურადაა ჩართული. გავრცელებული ცნობებით, კატალონიური გრანდი ნიკოსგან თანხმობას ელოდება, შემდეგ კი მას გამოისყიდის.
ნაკლებად სავარაუდოა, უილიამსმა ბარსას პსჟ არჩიოს, მაგრამ ფრანგები მას ბევრად მეტს გადაუხდიან. პსჟ კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ბარსელონა დარწმუნებულია, რომ ნიკოსგან დასტურს მიიღებს. ფეხბურთელს კატალონიელთა პროექტი მოსწონს.