ნიკო უილიამსმა ბარსელონას შეატყობინა, რომ ტრანსფერზე თანახმაა
Sport-ის ინფორმაციით, როგორც კლუბში შიდა წყაროები იტყობინებიან, ნიკო უილიამსმა ბარსელონას შეატყობინა, რომ მიმდინარე ზაფხულში კატალონიაში გადმობარგება სურს.
ბარსელონაში სჯერათ, რომ ბილბაოს ფეხბურთელს მომდევნო კვირაში გააფორმებენ. უილიამსის გამოსასყიდი თანხა €62 მილიონს მიაღწევს.
კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მზადაა, გამარჯვებული გუნდის ასაწყობად ყველაფერი გააკეთოს.
ახლა, როცა ნიკო ბარსას დათანხმდა, მთავარია, "ბლაუგრანამ" ტრანსფერის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური სტრუქტურა ჩამოაყალიბოს, რაც მარტივი არ იქნება.
ჟერარ რომეროს ცნობით, ბარსელონას სპორტული დირექტორი დეკუ და უილიამსი ერთ თვეზე მეტია, მუდმივ კონტაქტზე არიან.