ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა.
პირველი ორი წრის წარმატებით გავლის შემდეგ, მას ურთულესი მეტოქე შეხვდა - მეოთხე ნომრად განთესილი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი.
საწყის სეტში ზვერევს მოსაგებად ერთი ბრეიკიც ეყო, რომელიც მან ყველაზე ცუდ დროს - მეათე გეიმში შეასრულა, ისე რომ ბასილაშვილს უკუბრეიკის შანსიც აღარ დარჩა - 4:6.
მეორე სეტში უფრო დიდი ბრძოლა ვიხილეთ. ზვერევმა 5:3 წაიყვანა და მატჩზე აწვდიდა, თუმცა ბასილაშვილმა უმალ მოახერხა უკუბრეიკის შესრულება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ზვერევმა გადაწყვეტი უპირატესობა მაინც მოიპოვა და მატჩი ორ სეტშიც დახურა - 6:4, 7:6 (5).
ამრიგად, ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა, ზვერევი კი მეოთხედფინალში გავიდა.