ავტორიზაცია

ნიუკასლი დე ხეას ტრანსფერით ინტერესდება

ნიუკასლი დე ხეას ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 04 დეკ 2023, 16:37
"ნიუკასლი" მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი მეკარის დავიდ დე ხეას ტრანსფერით ინტერესდება, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

"ნიუკასლი" ტრავმირებული ნიკ პოპის შემცვლელს ეძებს. აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა არ არის დარწმუნებული, რომ 31 წლის მეკარის ამჟამინდელი შემცვლელები ადეკვატურად შეძლებენ დანაკლისის შევსებას.

გასულ სეზონში ესპანელმა მეკარემ მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 61 გოლი გაუშვა და 25 მატჩში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.