ავტორიზაცია

ნიუკასლი იუვენტუსის შემტევის ტრანსფერით ინტერესდება

ნიუკასლი იუვენტუსის შემტევის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 12 Jun 2023, 11:37
ტურინის “იუვენტუსის” შემტევი ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა ინგლისის პრემიერ ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენლის ინტერესების სფეროში მოექცა, ამის შესახებ La Repubblica იტყობინება.

წყაროს ცნობით, "ნიუკასლი" დაინტერესებულია 25 წლის იტალიელი გარემარბით.  

თავის მხრივ, "იუვენტუსი" მზადაა გაყიდოს ფედერიკო, თუ მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდიან.

გასულ სეზონში იტალიელმა შემტევმა 33 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.