ნიუკასლი ლანსის მცველით ინტერესდება
"ლანსის" მცველი, კრისტოფერ ვუ "ნიუკასლის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული, წერს L'Euqipe.
როგორც აღინიშნება, ინგლისურ კლუბს 20 წლის ფრანგის გადაბირება მაინც უნდა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მინდორზე იშვიათად გვევლინება.
ჯერჯერობით უცნობია, "კაჭკაჭები" ვუს ხელში ჩაგდებას ამ ზამთარსვე ეცდებიან თუ მომავალ ზაფხულს.
ახალგაზრდა უკანახაზელმა ამ სეზონში "ლანსის" პირველი გუნდის რიგებში 9 მატჩი ჩაატარა და ერთი ასისტი მიითვალა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას კლუბთან 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.