ავტორიზაცია

ნიუკასლის კაპიტანი: "მიხარია რომ არსენალი დავამარცხეთ, იმიტომ რომ ჟორჟინიომ ხელი არ ჩამომართვა"

ნიუკასლის კაპიტანი: "მიხარია რომ არსენალი დავამარცხეთ, იმიტომ რომ ჟორჟინიომ ხელი არ ჩამომართვა"
თარიღი 07 ნოე 2023, 01:33
„ნიუკასლის“ კაპიტანმა ჯამაალ ლასელსმა „არსენალის“ ფეხბურთელების დამოკიდებულება დაიწუნა.

ეპლ-ს მე-11 ტურში „არსენალი“ „ნიუკასლთან“ 0:1 დამარცხდა.

„მათ კაპიტანმა ჟორჟინიომ ჩემთვის ხელის ჩამორთმევა არ მოისურვა მატჩის შემდეგ, ძალიან გავბრაზდი. არასდროს არ ვეტყოდი უარს მეტოქე გუნდის კაპიტანს ხელის ჩამორთმევაზე. მოედანზე რამდენიც გინდა იკამათე, მაგრამ ბოლოს ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვა - ეს სპორტის ნაწილია.

მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა ხდებოდს მოედანზე, თქვენ სპორტულ ოსტატობას იჩენთ, როცა მეტოქეს ხელს ართმევთ. მან ეს არ გააკეთა, ასე რომ მიხარია, რომ ჩვენ მოვიგეთ.

„არსენალის“ ბევრი ფეხბურთელი მოედნიდან უკვე წასული იყო, მაგრამ მასთან მივედი რომ ხელი ჩამომერთვა, მან კი არ მოისურვა - თანაც, ის კაპიტანია! თამაშში ბევრი რამ ხდებოდა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი და ჩვენ ცივსისხლიანობა შევინარჩუნეთ.“, - აღნიშნა ჯამაალმა.