ავტორიზაცია

ნიუკასლის ორი ფეხბურთელი მადრიდის რეალის სატრანსფერო სამიზნეა

ნიუკასლის ორი ფეხბურთელი მადრიდის რეალის სატრანსფერო სამიზნეა
თარიღი 02 ოქტ 2023, 13:12
მადრიდის "რეალი" "ნიუკასლის" ორი ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება. 

Daily Mirror-ის ინფორმაციით, საუბარია თავდამსხმელ ალექსანდრ ისაკზე და ნახევარმცველ ბრუნო გიმარაეშზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

წყარო ცნობით, "სამეფო კლუბმა" უკვე გაგზავნა თავისი სკაუტები "ნიუკასლის" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურის მატჩზე. მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებს მოთამაშეების "პსჟ"-სთან მატჩში ხილვა სურთ.