ავტორიზაცია

ნიუკასლმა შესაძლოა მილანს უჩივლოს - ამის მიზეზი ცნობილია

ნიუკასლმა შესაძლოა მილანს უჩივლოს - ამის მიზეზი ცნობილია
თარიღი 25 ოქტ 2023, 12:20
"ნიუკასლმა" შესაძლოა "მილანს" უჩივლოს. ასეთი ქმედებების მიზეზი ნახევარმცველ სანდრო ტონალის მდგომარეობაა, რომელიც "როსონერიმ" გასულ ზაფხულს 70 მილიონ ევროდ გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ ტონალი ცოტა ხნის წინ ფეხბურთზე ფსონის დადებაში დაადანაშაულეს. იტალიელმა დანაშაული აღიარა და ახლა სასჯელის მოლოდინშია. წინასწარი ინფორმაციით, სანდროს საფეხბურთო საქმიანობა ერთი წლით აეკრძალება.

Il Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნიუკასლი" ეჭვობს, რომ "მილანმა" მოთამაშის გაყიდვამდე ტონალის პრობლემების შესახებ იცოდა. ამიტომ "კაჭაკებს" სურთ იტალიურ გრანდს სასამართლოში უჩივლონ.