ავტორიზაცია

ნიუკასლმა ტონალის შესახებ განცხადება გაავრცელა

ნიუკასლმა ტონალის შესახებ განცხადება გაავრცელა
თარიღი 18 ოქტ 2023, 19:00
"ნიუკასლის" პრესსამსახურმა ნახევარმცველ სანდრო ტონალისთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ეჭვმიტანილია უკანონო ფსონების განთავსებაში.

"იტალიის პროკურატურა და იტალიის ფეხბურთის ფედერაცია (FIGC) იძიებენ საქმეს, ფეხბურთელი კი ჩართულია პროცესში და აგრძელებს თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან.

ამ მიმდინარე პროცესის გამო, სანდრო და ნიუკასლ იუნაიტედი ამ დროისთვის დამატებით კომენტარს არ აკეთებენ“, - ნათქვამია "ნიუკასლის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.