ნიუკასლს მამარდაშვილი ეძვირა, პრიორიტეტი ჯეიმს ტრაფორდია
ნიუკასლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მეკარის შეძენას აპირებს, პრიორიტეტული სამინზე ჯეიმს ტრაფორდია.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "კაჭკაჭების" სიაში გიორგი მამარდაშვილი და აარონ რამსდეილიც არიან, მაგრამ ინგლისურ კლუბს მათი სატრანსფერო ღირებულება ეძვირა.
წყაროს ცნობით, ნიუკასლმა ტრაფორდის თაობაზე ბარნლისთან მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება, ჯერჯერობით, არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ მანჩესტერ სიტი 21 წლის კიპერის მომავალი ტრანსფერიდან 20%-ს მიიღებს. მან კარიერა სწორედ "ქალაქელთა" რიგებში დაიწყო და 2023 წლამდე მანჩესტერელთა საკუთრება იყო.