ავტორიზაცია

"ნოიერი ბუფონზე მინიმუმ ორი თავით მაღლა დგას", - იენს ლემანი

"ნოიერი ბუფონზე მინიმუმ ორი თავით მაღლა დგას", - იენს ლემანი
თარიღი 06 Mar 2021, 16:57

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იენს ლემანმა, „ბაიერნის“ გოლკიპერი, მანუელ ნოიერი, ჯანლუიჯი ბუფონს შეადარა.

„ბუფონის და ნოიერის შედარება არ შეიძლება. მანუელი ჯანლუიჯის მინიმუმ ორი თავით აღემატება.

ბუნდესლიგა, პრიმერა დივიზიონი და პრემიერ ლიგა სერია ა-ს აღემატებიან. ახლა ის მტკიცებულებაც კი საეჭვოა, რომ იტალიას საუკეთესო მცველები და მეკარეები ჰყავს, როგორც ეს ადრე იყო.“ - ციტირებს ლემანის სიტყვებს II Giornale.

ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წლიდან ასპარეზობს, გერმანიის ნაკრებში კი - 2009-დან. 

აქამდე, ლემანმა ნოიერი და ტერ შტეგენიც შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ის მეკარე ურჩევნია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში რვა გოლს არ უშვებს და ამით ტერ შტეგენს წაკბინა, რომელმაც „ბაიერნის" წინააღმდეგ გასულ სეზონში სწორედ 8 გოლი გაუშვა.