ავტორიზაცია

ნოიერი დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ არ ითამაშებს

ნოიერი დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ არ ითამაშებს
თარიღი 26 მარ 2024, 15:48
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა შესაძლოა მომავალი მატჩი "დორტმუნდის ბორუსიასთან" გამოტოვოს. 

Kicker-ის ცნობით, ნოიერის ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის, მაგრამ მეკარე "ბორუსიასთან" მომავალ თამაშში სავარაუდოდ არ მიიღებს მონაწილეობას. 

მიმდინარე სეზონში 37 წლის ნოიერმა ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაუშვა და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა.