ნორვეგიელს ვერ აჩერებენ - მანჩესტერ სიტის მორიგი 3 ქულა

პრემიერ ლიგის მე-10 ტურში მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთს უმასპინძლა და 3-1 გაიმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში ერლინგ ჰოლანდმა კვლავ მოახერხა თავის გამოჩენა და "ალუბლებს" დუბლი შეუსრულა. მანჩესტერ სიტიდან თავი ნიკო ო'რაილიმაც გამოიჩინა, ხოლო ბორნმუთიდან ერთადერთი გოლი ტაილერ ადამსმა შეაგდო.
პეპ გვარდიოლას გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 19 ქულით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

