ავტორიზაცია

ნორვეგიული კლუბის ფეხბურთელებმა საშინაო სტადიონის გაზონზე ორგია მოაწყეს

ნორვეგიული კლუბის ფეხბურთელებმა საშინაო სტადიონის გაზონზე ორგია მოაწყეს
თარიღი 13 Aug 2021, 00:00

ნორვეგიული "ბრანის" ფეხბურთელებმა საშინაო სტადიონზე ორგია მოაწყეს, იტყობინება გამოცემა Bergens Tidende.

გავრცელებული ინფორმაციით, გუნდური ვახშმის შემდეგ მოთამაშეები, 20-დან 22 წლამე ასაკის გოგონებთან ერთად, კლუბის სტადიონზე წავიდნენ.

ვიდეოკამერებში ჩანს, რომ ფეხბურთელებმა მოედანზე ხუთ საათზე მეტი გაატარეს. ამ დროის განმავლობაში მათ სქესობრივი კავშირი დაამყარეს, გაზონზე შიშვლები დარბოდნენ და ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ.

"ამ 12 ადამიანისთვის შედეგები მაქსიმალურად სერიოზული იქნება. მიიღებენ თუ არა კვირას გასამართ მატჩში მონაწილეობას? ჯგუფი ძალიან დიდია, ამიტომაც მიზანშეწონილი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ", - განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ჯიმი იაკობსენმა.

15 აგვისტოს, ნორვეგიის ჩემპიონატის ეგიდით, "ბრანი "სანეფორდს" დაუპირისპირდება.