ავტორიზაცია

ნოტინგემ ფორესტის ბრალდებები ვიდეო მსაჯის წინააღმდეგ

ნოტინგემ ფორესტის ბრალდებები ვიდეო მსაჯის წინააღმდეგ
თარიღი 22 აპრ 2024, 12:30
ნოტინგემ ფორესტმა გუშინდელ მატჩში 2:0 წააგო. Მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში(X-ში) გუნდის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვიდეო მსაჯს უწოდებს ლუტონის ფანს და იმედგაცრუებას გამოხატავს, რომ არ დანიშნულა სამი პენალტი, რაც უპირატესობას მოუპოვებდა გუნდს მატჩის დროს.

ესპირინტო სანტო, ფორესტის მთავარი მწვრთნელი, ეთანხმება გუნდის მოსაზრებას და სჯერა, რომ ვიდეო მასალაში ნათლად ჩანს, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მედია იუწყება, რომ ფეხბურთის ასოციაცია საქმის კურსშია და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.