ობამეიანგი ევროპაში ბრუნდება — ცნობილია სად გააგრძელებს გაბონელი კარიერას

პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას მარსელში გააგრძელებს.
მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, გაბონელი ფეხბურთელი უახლოეს დღებში გაფრინდება საფრანგეთში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
ობამეიანგი ალ ქადსიას ღირსებას ერთი წლის განმავლობაში იცავდა. გაბონელმა ამ დროში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 3 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. შეგახსენებთ, ფეხბურთელის ბოლო ევროპული გუნდი სწორედ მარსელი იყო. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ფრანგული კლუბი 36 წლის ვეტერან ფორვარდს მომდევნო კვირის დასაწყისში ოფიციალურად წარადგენს.