ავტორიზაცია

ობამეიანგი შეიძლება დაისაჯოს - არსენალმა შიდა გამოძიება დაიწყო!

ობამეიანგი შეიძლება დაისაჯოს - არსენალმა შიდა გამოძიება დაიწყო!
თარიღი 17 Feb 2021, 14:03
"არსენალმა" გუნდის კაპიტან პიერ-ემერიკ ობამეიანგის წინააღმდეგ შიდა გამოძიება დაიწყო, რომელსაც კორონავირუსული შეზღუდვების დარღვევაში სდებენ ბრალს, წერს Daily Mail.

9 თებერვალს, ესპანელმა ტატუ მასტერმა, ალეხანდრო ნიკოლას ბერნალმა Instagram-ზე თავისი ახალი ნამუშევარი განათავსა - ტატუ ობამეიანგის ხელზე.

როგორც ვიდეოში ჩანს, ნიღაბი არც ბერნალს და არც პიერ-ემერიკს უკეთია, რომელმაც ცოტა ხნის წინ დედამისის ავადმყოფობის გამო სამი მატჩი გამოტოვა.

ახლა კი, "არსენალი" ცდილობს გაარკვიოს, როდისაა ეს ვიდეო გადაღებული და დაარღვია თუ არა 31 წლის გაბონელმა უსაფრთხოების პროტოკოლი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, დიდ ბრიტანეთში ყველა მობილური და სტაციონარული ტატუ სალონი დახურულია, ობამეიანგს კი, როგორც ფეხბურთელს, აკრძალული აქვს იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც მის წრეში არ შედიან.