ავტორიზაცია

ობამეიანგის პირველი ჰეტ-ტრიკი პრემიერ ლიგაში - არსენალმა ლიდსი დაამარცხა

ობამეიანგის პირველი ჰეტ-ტრიკი პრემიერ ლიგაში - არსენალმა ლიდსი დაამარცხა
თარიღი 14 თებ 2021, 22:31
პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ფარგლებში ლონდონის "არსენალმა" საკუთარ კედლებში მიიღო "ლიდს იუნაიტედი" და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "მეთოფეების" მხრიდან სამი გოლი გაიტანა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, რომელმაც ეპლ-ში თავისი პირველი ჰეტ-ტრიკი შეასრულა.

გაბონელი თავდამსხმელის გარდა, "კანონირების" მხრიდან დარჩენილი ერთი გოლი ექტორ ბელერინმა გაიტანა.

აქვე დავამატებთ, "განერები" 34 ქულით არიან მეათე ადგილზე და ინგლისის ჩემპიონატის ოთხეულს ექვსი ქულით ჩამორჩებიან.

ვიდეო იტვირთება