ობამეიანგის ცრემლები დამარცხების შემდეგ

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მატჩის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა. მარსელი ევროპა ლიგის ნახევარფინალში ატალანტასთან 3-0 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. მარსელისთვის ერთადერთი შანსი იყო ევროპა ლიგის მოგება, რადგან მოგების შემდეგ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად ითამაშებდნენ.
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 48 შეხვედრა ჩაატარა და 27 გოლთან ერთად 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.