ავტორიზაცია

ობლაკი: "რონალდუს და მესის გარეშე ლა ლიგა უფრო სუსტი კი არა, უფრო თანაბარი გახდა"

ობლაკი: "რონალდუს და მესის გარეშე ლა ლიგა უფრო სუსტი კი არა, უფრო თანაბარი გახდა"
თარიღი 01 დეკ 2023, 00:42
„ატლეტიკოს“ გოლკიპერმა იან ობლაკმა ლა ლიგის დონე შეაფასა.

„ლა ლიგა გაცილებით თანაბარია, ვიდრე ადრე. ყველა გუნდი კარგია, ყველა მატჩში უფრო რთულია. ლა ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანი გახდა.

ადრე მთელი მსოფლიო კრიშტიანუზე და მესიზე ლაპარაკობდა, მაგრამ მათ გარეშე ლა ლიგა უფრო მარტივი არ გახდა.

ჩემპიონატი კვლავაც კონკურენტუნარიანია, აქ შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ.“ - აღნიშნა „ატლეტიკოს“ კიპერმა.