ავტორიზაცია

ოფიციალურად: 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად - დიეგო კოშტას ახალი გუნდი ცნობილია

ოფიციალურად: 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად - დიეგო კოშტას ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 15 Aug 2021, 13:30

„ჩელსის“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილი ფორვარდი ბრაზილიური ლიგის ლიდერ „ატლეტიკო მინეიროში“ გადავიდა.

ტრანსფერი ბელო-ორიზონტეს გუნდმა კვირას გვიან ღამით დაადასტურა. 32 წლის ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გასულ სეზონში დიეგო კოშტამ „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2020 წლის დეკემბერში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და მას შემდეგ უკლუბოდ იყო.

გასულ სეზონში ესპანელმა ლა ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა 2 გოლი გაიტანა. უკანასკნელად ის მოედანზე 2020 წლის 22 დეკემბერს გავიდა, როცა „სოსიედადთან“ მატჩში 87-ე წუთზე ლუის სუარესი შეცვალა. 

ბრაზილიურ გუნდთან კოშტამ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.