ოფიციალურად: 40 წლის კაბალიერომ პრემიერ ლიგის კლუბთან ერთთვიანი კონტრაქტი გააფორმა

"ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი გოლკიპერი, "საუთჰემპტონის" ფეხბურთელი გახდა.
როგორც "წმინდანების" ოფიციალური საიტი იუწყება, 40 წლის არგენტინელმა კლუბთან 5 იანვრამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2020/21 წლების სეზონში კაბალიერომ "ჩელსის" მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაუშვა.
გასულ ზაფხულს ვილის ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო.