ოფიციალურად: ანორთოსისმა ნიკა კაჭარავა გუნდიდან გაუშვა
27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ანორთოსისი დატოვა.
ამის შესახებ კვიპროსული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
"ნიკა კაჭარავასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეჩერებულია. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთელს 62 მატჩში გატანილი 12 გოლისთვის და იმ დარჩენის სურვილისთვის, რომელიც მან ბოლო პერიოდში გამოხატა," - წერია ანორთოსისის ოფიციალურ განცხადებაში.
ნიკა კაჭარავასა და ანორთოსისს შორის ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი აპოელისა და ომონიას მატჩიდან გავრცელებული ვიდეოა, როცა გიორგი ქვილითაიას გოლს ნიკა კაჭარავა ღიმილით ეგებება.