ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბაიერნიდან წასვლის შემდეგ, ხავი მარტინესი ახალ გუნდს შეუერთდა

ოფიციალურად: ბაიერნიდან წასვლის შემდეგ, ხავი მარტინესი ახალ გუნდს შეუერთდა
თარიღი 20 Jun 2021, 17:15

32 წლის ნახევარმცველი, ხავი მარტინესი, რომლის კონტრაქტი „ბაიერნთან“ ამ სეზონის ბოლოს ამოიწურა, ახლა გუნდში ოფიციალურად გადავიდა.

ამიერიდან, ესპანელი „ყატარ სკ-ს“ ღირსებას დაიცავს, რის შესახებაც კლუბმა ოფიციალურად „ინსტაგრამშიც“ დაადასტურა.

„ჩემს ყატარელ მეგობრებს მივესალმები. სიხარულით გაცნობებთ, რომ მალე შევხვდებით. თვალი ადევნეთ სიახლეებს.“ - აღნიშნა მარტინესმა.

ხავი მარტინესმა „ბაიერნის“ რიგები 2012 წელს, „ატლეტიკ ბილბაოდან“ 40 მილიონ ევროდ შეავსო და გუნდში 9 წლის მანძილზე 9-ჯერ მოიგო ბუნდესლიგის ტიტული.

ესპანეთის ნაკრებში ხავის 2010-2017 წლებში იძახებდნენ. რაც შეეხება მის ახალ კლუბს, „ყატარ სკ-ს“, გუნდმა ყატარის ჩემპიონტში 32 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი „ალ-სადი“ გახდა (60 ქულით), რომელსაც ლეგენდარული ხავი ერნანდესი წვრთნის.