ოფიციალურად: ბაიერნმა რედინგის მცველი დაიმატა

"ბაიერნმა" "რედინგის" მცველის, ომარ რიჩარდსის დამატება დაადასტურა.
23 წლის ინგლისელი მიუნხენურ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
რიჩარდსმა "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდში 2025 წლის ივნისის ბოლომდე დარჩება.
2020/21 წლების სეზონში ინგლისური კლუბის უკანახაზელმა 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა.