ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბუნდესლიგა ამ თვეში ბრუნდება!

ოფიციალურად: ბუნდესლიგა ამ თვეში ბრუნდება!
თარიღი 06 მაი 2020, 18:00
გერმანიის მთავრობამ გასცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, ბუნდესლიგა ამ თვეში განახლდება.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გერმანიის ჩემპიონატი სტარტს მაისის მეორე ნახევრიდან აიღებს.

ზუსტი თარიღი სულ მალე გახდება ცნობილი, იქამდე კი, გუნდები აქტიურად ვარჯიშობენ და ემზადებიან თამაშებისთვის.

25 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს მიუნხენის "ბაიერნი" ლიდერობს, თუმცა ცხრილში სიმჭიდროვეა და ყველაფერი დარჩენილ ტურებში გადაწყდება.