ოფიციალურად: დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრა 22:30 საათზე განახლდება

როგორც უეფას პრესსამსახური იტყობინება, ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, დანიისა და ფინეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დღეს შედგება.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე განახლდება.
მოგეხსენებათ, შეხვედრა პირველი ტაიმის მიწურულს შეწყდა.
აღნიშნული დაპირისპირების 43-ე წუთზე, დანიელთა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა.
არსებული ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოში შემდგომ გამოკვლევებს გადის.
უეფა ერიქსენის მდგომარეობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს