ავტორიზაცია

ოფიციალურად: დავიდ ლუისი ახალ გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: დავიდ ლუისი ახალ გუნდში გადავიდა
თარიღი 12 Sep 2021, 14:38

"ჩელსის" და "არსენალის" ყოფილი ცენტრალური მცველი, დავიდ ლუისი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.

34 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი "ფლამენგოს" ფეხბურთელი გახდა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.

როგორც აღინიშნება, გამოცდილმა უკანახაზელმა ახალ გუნდთან 2022 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალთან" ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ დავიდ ლუისი თავისუფალი აგენტი გახლდათ.

სამხრეთამერიკელმა მცველმა გასულ სეზონში "მეთოფეთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

შეთანხმება შედგა - დავიდ ლუისი ახალ გუნდში გადადის