ოფიციალურად: ფაბიო კანავარომ იტალიური კლუბი ჩაიბარა - კარიერაში პირველად
წარსულში ლეგენდარული მცველი ფაბიო კანავარო მწვრთნელად იტალიურ გუნდში დაინიშნა.
იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა „ბენევენტო“ ჩაიბარა, რომელიც ამჟამად სერია ბ-ში ასპარეზობს.
კანავაროს უკანასკნელი სამუშაო ადგილი ჩინეთის ნაკრები იყო, რომელსაც ის 2019 წელს ედგა სათავეში. საინტერესოა, რომ 49 წლის სპეციალისტისთვის ეს სამშობლოში პირველი საქმიანობაა.
6 ტურის შემდეგ „ბენევენტომ“ სერია ბ-ში 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს, ამრიგად, უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებისთვის ბრძოლის საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.