ავტორიზაცია

ოფიციალურად: ფიფამ სერია ა-ს ერთ-ერთ გუნდს სატრანსფერო ბანი დაადო

ოფიციალურად: ფიფამ სერია ა-ს ერთ-ერთ გუნდს სატრანსფერო ბანი დაადო
თარიღი 16 Jul 2021, 18:27

სერია ა-ს გუნდი „სპეცია“ ფეხბურთელების დამატებას ორი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს ვერ მოახერხებს.

ფიფამ ასეთი სასჯელი „სპეციას“ იმის გამო გამოუტანა, რომ გუნდს ნიგერიიდან არასრულწლოვანი ფეხბურთელები ჩამოჰყავდა, რაც ოფიციალურად აკრძალულია.

საინტერესოა, რომ „სპეციასთვის“ სეზონი 2020/21 იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში პირველი იყო და გუნდმა მე-15 ადგილი დაიკავა.

იქამდე, გუნდს სერია ა-ში არასდროს უთამაშია და ძირითად დროს სერია ბ-ში ატარებდა ხოლმე.