ოფიციალურად: Goal.Ge-ს ექსკლუზიური ინფორმაცია დადასტურდა - დინამო მოსკოვმა გაგნიძე იჯარით გაუშვა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოსკოვის "დინამოს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლუკა გაგნიძემ გუნდი განათხოვრების წესით დატოვა.
ქართველი ჰავბეკი ექვსთვიანი იჯარით ითამაშებს ეკატერინბურგის "ურალში", რომლის დასრულების შემდეგ, ის კვლავ "ლურჯ-თეთრებში" დაბრუნდება.
"ურალი" ამჟამად გამოდის რუსეთის პრემიერ ლიგაში და გასული სეზონი აღნიშნულმა გუნდმა მე-12 პოზიციაზე დაასრულა.
რაც შეეხება ეკატერინბურგელთა ახალწვეულ შუახაზელს, როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ, "დინამო მოსკოვმა" 1.5 მილიონ ევროდ ის "დინამო თბილისიდან" იყიდა.
18-წლის ნახევარმცველს რუსულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მისი "ურალში" გადასვლის შესახებ, ექსკლუზიური ინფორმაცით დროზე ადრეც გამცნეთ.