ოფიციალურად: ჯაბა კანკავას მომავალი ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიენის" ნახევარმცველის, ჯაბა კანკავას მომავალი გარკვეულია.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, 35 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და მომდევნო სეზონშიც ფრანგული გუნდის რიგებში იასპარეზებს.
ცნობისთვის, აქამდე, მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა 2021 წლის 30 ივნისს იწურებოდა.
კანკავა "ვალენსიენის" ღირსებას ამა წლის 16 იანვრიდან იცავს, კლუბს იგი ყაზახური "ტობოლიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ლიგა 2-ის გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა და 7 ყვითელი ბარათი მიიღო.
ასეთი ტემპებით კანკავა ზედიზედ მესამე ინდივიდუალურ ჯილდოს მიიღებს - კაპიტნის მორიგი წარმატება