ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჯენოამ ევროპის ჩემპიონი გოლკიპერი დაიმატა

ოფიციალურად: ჯენოამ ევროპის ჩემპიონი გოლკიპერი დაიმატა
თარიღი 03 Aug 2021, 20:19

34 წლის იტალიელი გოლკიპერი სალვატორე სირიგუ კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს გენუეზური გუნდის ვებ-გვერდი.

სირიგუ „ჯენოას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც „ტორინოსთან“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ სირიგუ იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა მონაწილეობა მხოლოდ ერთ მატჩში, ისიც რამდენიმე წუთით მიიღო.